ხმაურისა და დაპირისპირების გამო თბილისის გენერალური გეგმის განხილვა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობდა ჩაიშალა.

დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ვატო შაქარიშვილსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის მოხდა.

ხოშტარიას მტკიცებით, მას ვატო შაქარიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„დამიძახეს ბოზი თქვენმა წარმომადგენლებმა. ან მომცემთ სიტყვას, ან დავტოვებ შეხვედრას“- განაცხადა ხოშტარიამ.

გენერალური გეგმის განხილვის დროს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ვატო შაქარიშვილიც დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow