უფლებადმაცველ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ დრომდე არცერთ ქალს არ მიუმართავს. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” შსს-ს პრესსამსახურში განუმარტეს.

უწყება პოტენციურ დაზარალებულებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არავის მოუმართავს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას მოგვმართონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან”, – განგვიცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ყოფილი თავმჯდომარის, ზვიად დევდარიანის საქმეზე შსს-მ გამოძიება 151-ე პრიმა მუხლით (ადევნება) გასულ კვირას დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც ქალთა მოძრაობამ დევდარიანი 10-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მედიაში გავრცელდა კონკრეტული ისტორიებიც, თუმცა ყველა შემთხვევაში რესპონდენტებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ზვიად დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მოგვიანებით კი “სიდას” აღმასრულებელი დირექტორის პოსტიც დატოვა. დევდარიანი ქალთა მოძრაობის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow