რიმინალურმა პოლიციამ დოდო გუგეშაშვილის შვილის სავარაუდო მკვლელის დნმ-ის ნიმუში აღმოაჩინა.

ამის შესახებ ინფორმაცია P.S.-ს თავად დოდო გუგეშაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით მაღალი ალბათობით, ტყვიებზე აღმოჩენილი იდენტური გენეტიკის ნიმუშები იმ პიროვნებას ეკუთვნის, ვინც მას და მის შვილს ესროლა.

იმ დღიდან, როდესაც დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, მას კი მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს, თითქმის ორი თვე გავიდა, მკვლელი კი, რომელსაც შემთხვევით გადარჩენილი დედა იცნობდა და ამ კორპუსში მცხოვრებმა 30-ზე მეტმა ადამიანმა დაინახა, ჯერ არ დაუკავებიათ.

დოდო გუგეშაშვილს 7 თებერვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა იცავს, რადგან არსებობს თავდასხმის გამეორების საფრთხე.

დოდო გუგეშაშვილი  დარწმუნებულია, რომ შემსრულებელს ორივეს მკვლელობა ჰქონდა დაკვეთილი. თადარიგის პოლკოვნიკი თვლის, რომ ხელნაკეთმა მაყუჩმაქილერს ხელი შეუშალა და ბევრი დრო დაკარგა, ამიტომ მიზანს ვერ მიაღწია

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow