შევედი ტუალეტში და “ბრიტვით” დავისერე კისერი“-15 წლის მოზარდმა თავის მოკვლა სცადა

არასრულწლოვანმა გოგონამ, რომელიც 66 წლის პედაგოგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანებები მიიყენა. მიზეზი სოციალური ქსელიდან მის მიმართ განხორციელებული აგრესია გახდა, რაც გოგონას მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ მამაკაცის სატელევიზიო მხილებას მოჰყვა.

“შაბათის კურიერში” გასული რეპორტაჟის შემდეგ საზოგადეობის ნაწილი “რუსთავი 2”-ის ვებგვერდზე არასრულწლოვანის მიმართ ღია აგრესიას გამოხატავს. გოგონას ამოცნობა მისმა თანაგუნდელმაც შეძლო, რის გამოც მოზარდმა კისერი დაისერა.

„გუშინ რომ დავბრუნდი შემოვედი ჩვეულებრივად და ტელეფონზე მომწერა გუნდელმა და არ უნდა მოეწერა ეგეთი რაღაცა და რატომ იტყუები და ა.შ. მე სუსტი ნერვები მაქვს, სტრესი, შოკი და ავდექი და შევედი ტუალეტში და “ბრიტვით” დავისერე კისერი და გამაჩერა დედამ,“-აცხადებს არასრულწლოვანი.

არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობაში ბრალდებული პედაგოგი დაკავებულია. მან დანაშაული აღიარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow