ორი თვის წინ დედაჩემი გარდაიცვალა. 6 თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში, ექიმთან ვიზიტის გამო და მხოლოდ მაშინ თუ შემეძლო მისი ნახვა…
იმ ქალაქში, სადაც გავიზარდე, დედაჩემის სანახავად ვერ ჩავდიოდი, შიშის გამო…
ხან სადარბაზოში მხვდებოდნენ და ხან კიდევ მუქარის შემცველ შეტყობინებებს ვიღებდი.
დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სახლში შემომივარდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს, მაშინ როდესაც დედაჩემი გვერდით ოთახში ესვენა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჰომოფობიის ნიადაგზე.
მე ვთვლი, რომ საერთოდ არ მჭირდება კილაძეების და დანარჩენების მოწყობილ მასკარადში მონაწილეობის მიღება, არც პოლიციის ესკორტით და კორდონით გარშემორტყმული მინდა ჩემი უფლებების დაცვა.
უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ჩემი უფლებები ყველას ფეხებზე კიდია, გარდა ჩემი თავისა, ჰოდა ავდგები მეც და ჩემს უფლებებ დავიცავ კორდონების და ესკორტების გარეშე.
ახლა ვნანობ, რომ შიშის და საკუთარი თავის გადარჩენის გამო ხშირად ვერ ვიყავი დედასთან ახლოს.
აღარ მინდა მალვა, კიდევ მყავს ადამიანები ვისი ნახვაც მინდა!

ზუსტად ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ავდგე და ყოველგვარი კორდონების და ესკორტების გარეშე დავუპირისპირდე იმას, რამაც თითქმის გამანადგურა. არ მჭირდება იმ ადამიანების დახმარების სახით გადმოგდებული მოწყალება, ვინც ადამიანად არ მთვლის და ვისაც ფეხებზე კიდია საკუთარი მოქალაქეები.

17 მაისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა! და მუდამ ასე იქნება და ვერც ეკლესია, ვერც ცხვრების ფარა, ვერც კილაძე და ვერც ვერავინ ამას ვერ შეცვლის!

კაკო კვატიძე, equality.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow