„გუშინდელმა გამოსვლამ აჩვენა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს,“ – ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლას.

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის დროს რეალურ პრობლემებზე არ ისაუბრა.

„არცერთ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს არ ჰქონია მცდელობა გამბედავად ეთქვა, რა არის მიზეზები იმისა, რა პრობლემებიც არსებობს,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები რეგლამენტზე არ ისაუბრებდნენ, მარგველაშვილის ნაცვლად პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილი, რომ ყოფილიყო.

„მაინტერესებს ისევ, ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო მარგველაშვილის ნაცვლად გუშინ პარლამენტში, ვინმეს რეგლამენტი გაახსენდებოდა, ვინმე გაბედავდა საერთოდ ივანიშვილისთვის იმის შეხსენებას, რომ ის რაღაცას არღვევს, რომ რეგლამენტი არსებობს? რა თქმა უნდა, არა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow