მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთავარ პროკურატურაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქვეყნის პირველი პირის მიერ შეწყალებულთა საქმეებს სწავლობს, “პრაიმტაიმს” უწყებაში არ დაუდასტურეს.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ როგორც იუსტიციის მინისტრს, პრეზიდენტთან შეწყალების საქმეებზე კითხვები აქვს. კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა შეწყალების საქმეებზე გამოძიება, წულუკიანი აცხადებს, რომ თუკი არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ამის შესწავლა უნდა მოხდეს.

ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ შეწყალების პრაქტიკას მექანიზმების დახვეწა არ უშველის და ცალსახად ჩანს, რომ უფლებამოსილება ბოროტად არის გამოყენებული.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. კითხვაზე, რამდენად სერიოზული გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის კორუფციაში დადანაშაულებას და შესაძლოა თუ არა ამით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ არასერიოზულ განცხადებას შეუძლებელია ვინმე სერიოოზულად მიუდგეს.

“აბსოლუტურად გამოვრიცხვ, რომ ამ არასერიოზულ განცხადებას ვინმე სერიოზულად მიუდგეს. ასე რომ ამაზე მეტს უბრალოდ ვერ ვისაუბრებ. ეს არის აბსოლუტურად „შავი პიარის“ ნაწილი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

Read more at http://primetime.ge/news/1525351729-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1#1FvDGeRrDskAtgTj.99

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow