საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ არ არის შეუზღუდავი.  კანონი ადგენს ხანდაზმულობის ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც მოვალე უფლებამოსილია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

myadvokat.ge-ი განმარტავს რა ხდება ვალის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

ხანდაზმულობის ვადის გასვლა იწვევს კრედიტორის მოთხოვნის გაქარწყლებას მოვალის მიმართ. თუ კრედიტორი სათანადო ფორმით პრეტენზიას არ განუცხადებს მოვალეს, ის დაკარგავს მოთხოვნის უფლებას. ამასთანავე, ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორი არ კარგავს უფლებას მიმართოს სასამართლოს თქვენ მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც წარმოდგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

იცოდეთ, რომ თუ თქვენ არ მიუთითებთ სასამართლოს, რომ თქვენ მიმართ არსებული მოთხოვნა ხანდაზმულია სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად იმსჯელოს ხანდაზმულობის საკითხზე.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow