„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი“ გიორგი კალატოზიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:

„კიდევ 2 ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჩემი სამეგობრო წრიდან რამდენიმე ადამიანი პირადად მეგობრობდა მათთან. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს. “კურიერში” ვრცელი სიუჟეტი გავიდა ამ ტრაგედიის შესახებ. ლაპარაკობდნენ გამომწვევ მიზეზებზე, დასახელდა ნარკოტიკული ნივთიერება “მეფედრონი”, რომელსაც დღეს მომხმარებლების 70-80% მოიხმარს და ძირითადად იძენენ ინტერნეტით. მაგრამ ნარკოპოლიტიკის პლატფორმის წევრები, ცნობილი ნარკოლოგები და ჩემი მეგობრები ეჭვობენ, რომ სიკვდილი სულ სხვა ნარკოტიკის ზედოზირებამ გამოიწვია. იმის გამო, რომ მეფედრონს არ ახასიათებს ასეთი ზედოზირება, ასეთი სიკვდილი და სიმპტომები, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოში ავრცელებენ ფენტანილს! ფენტანილს ასევე ბიო-ჰეროინსაც უწოდებენ! ბიოლოგიურ იარაღსაც, სხვათა შორის! იმედი მაქვს, ძალიან მალე გაირკვევა, რისი ზედოზირებით დაიღუპა ყველა ზემოხსენებული ადამიანი!
არ მოიხმაროთ ნარკოტიკი! და თუ მაინც მოიხმართ, მაშინ თქვენი და თქვენი ახლობლების ინფორმირების მიზნით ვწერ ამას:

საიდან შემოდის და რა შემოაქვთ?

ფენტანილი მორფზე 100-ჯერ, ხოლო ჰეროინზე 65-70-ჯერ უფრო ძლიერია. ისეთი სახით, როგორიც ფოტოზეა, აქ არ იყიდება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვხვედრია. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ვარაუდის დონეზეა ყველაფერი და უბრალოდ ვეჭვობ, რომ ეს ფენტანილია. თუ ასეა, ის ფხვნილის სახით იყიდება და მეფედრონის სახელით საღდება! (ინტერნეტში, მაგალითად). იწვევს მაღალ ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას. სხვა ნარკოტიკებთან შედარებით, ფენტანილი უფრო ტიქსიკურია! BBC-ის თქმით, ფენტანილისგან იღუპება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე საგზაო შემთხვევებისგან, ავტოავარიებისგან. ფენტანილს იყენებენ, ფატქობრივად, როგორც ბიოლოგიურ იარაღს. ვარაუდობენ, რომ ესტონეთი-რუსეთის საზღვართან მდებარეობს რამდენიმე ლაბორატორია, სადაც აწარმოებენ ფენტანილს და შემდეგ შეაქვთ ესტონეთში, სადაც ამ ნარკოტიკმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ჰეროინი შავ ბაზარზე. ესტონეტში ფენტანილი პირველად გამოჩნდა და ფეხი მოიკიდა დაახლოებით 2002 წელს, როდესაც ქვეყანაში არსებობდა ჰეროინის დეფიციტი. ფენტანილი ძირითადად იწარმოებოდა ჩინეთში, საპორტო ქალაქებში, საიდანაც პირდაპირ გადიოდა ექსპორტზე მთელ მსოფლიოში. გამონაკლისი არც საქართველოა, უბრალოდ საქართველოს შემთხვევაში ლოგიკურად ვასკვნით, რომ ნარკოტიკი 3 გზიდან ერთ-ერთზე მოძრაობდა – რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით, ხოლო შემდგომ უკვე იქიდან შემოაღწია საქართველოში. მე მაშფოთებს ზოგადად ინფორმაცია ამ ნარკოტიკის შესახებ, რომელიც უხვად არის ინტერნეტში. ერთ-ერთ ვებგვერდზე აღნიშნავენ იმას, რომ ჩინელმა ქიმიკოსებმა გამოიგონეს ფენტანილის დაახლოებით 30 მოდიფიკაცია, მათ შორის ერთ-ერთი მოდიფიკაცია, რომელიც განკუთვნილია სპილოს დასაძინებლად, ფენტანილზე 100-ჯერ და ჰეროინზე 5000-ჯერ უფრო ძლიერია. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ თუ რისგან დაიღუპა ამ 1 კვირაში ამდენი ადამიანი. ამიტომ არის აუცილებელი მუდმივად იკვლევდეს შესაბამისი ორგანო შავ ბაზარზე რეალიზებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ანალიზის საფუძველზე გასცემდეს შესაბამის რეკომენდაციებს როგორც მომხმარებლების, ისე მთლიანად საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მით უმეტეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის კონტროლის ისეთ რთულ პირობებში, როდესაც მომხმარებელი უცხო, უცნობ ნარკოტიკს იძენს ინტერნეტით და ფაქტობრივად შეუძლებელია გამსაღებელზე ოპერატიულად გასვლა. გამსაღებლები ყიდიან ფენტანილს როგორც მეფედრონს! ამით შეყავთ შეცდომაში მომხმარებლები, ამით აიხსნება დღეს თბილისში არსებული ამდენი ზედოზირების შემთხვევა, ლეტალური შედეგით! პატარა მაგალითს მოგიყვანთ თუ რამხელა რისკის წინაშე იმყოფება დღეს მომხმარებელი – თუ ჰეროინის ეფექტიანი დოზა განისაზღვრება მილიგრამებში, ფენტანილის დოზა განისაზღვრება მიკროგრამებში (1 მილიგრამში 1000 მიკროგრამია). შესაბამისად, ზედმეტი ერთი ხაზიც კი შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდილო. მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნების მაგალითზე უნდა აღვნიშნო ის, რომ რეალიზატორები უფრო გრძელვადიანი ეფექტის მისაღწევად ურევენ ერთმანეთში ჰეროინსა და ფენტანილს (და სხვა პრეპარატებს, რომელიც არ ვიცით დღემდე) და ასე ყიდიან ნარკოტიკს (ჰეროინს უფრო გრძელვადიანი ზემოქმედების ეფექტი აქვს, ფენტანილს უფრო მცირე, რის გამოც მას უფრო ხშირად მოიხმარენ). ამასაც შეყავს შეცდომაში მომხმარებელი!

როგორ გადავარჩინოთ ადამიანი?

აუცილებლად უნდა იცოდეთ ფენტანილის ზედოზირების სიმპტომები და მაქსიმალურად აცნობოთ ამის შესახებ თქვენი სამეგობრიდან ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს. პირღებინება, კონვულსია (მთელი სხეულის ან კიდურის ძლიერი კრუნჩხვა), გუგების შევიწროვება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მძიმე და შენელებული სუნთქვა, არტერიული ჰიპოტენზია (წნევის დაქვეითება), ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) და კომა – მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ახასიათებს ფენტანილის მოხმარებას და ზედოზირებას. რით შეგვიძლია ვუშველოთ? როგორც ცნობილი გახდა, თითქმის ყველა ახალგაზრდა გარდაიცვალა სახლში… მაგრამ თუ მოხმარების მომენტში, ან მის შემდეგ, მომხმარებელი იმყოფება ჯგუფში, თქვენი თვალთახედვის ან მეთვალყურეობის ქვეშ – ნუ დაიწყებთ დილეტანტობას! დარეკეთ 112-ზე, დარეკეთ სასწრაფო დახმარების სამსახურში და სასწრაფოდ მიმართეს აფთიაქს, რომელსაც უნდა ჰქონდეს გაყიდვაში ზედოზირების შემთხვევაში ერთადერთი საშველი „ნალოქსონი“ (იგივე ნარკანი). იმის გამო, რომ ეს პრეპარატი მხოლოდ რეცეპტით გაიცემა (და ეს სისულელე მოუვიდა თავში ვიღაცას 2014 წელს, მანამდე, მე როგორც მახსოვს, იყიდებოდა ურეცეპტოდ), თქვენც მოგთხოვენ რეცეპტს და ნებართვას, მაგრამ გააკეთეთ ნებისმიერი რამ – დარეკეთ პატრულში, დატოვეთ თქვენი პირადობა და ხელწერილი, სულ ერთია, მე ასე გავაკეთებდი, მთავარია გადავარჩინოთ ადამიანი! ფენტანილის ზედოზირების შემთხვევაში „ნალოქსონის“ ყველაზე ოპტიმალური რაოდენობა 2-3 ცალი ამპულაა. გაუკეთეთ ზედოზირების დროს კუნთში!“

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow