ფოთში, 6 წლის გოგონამ ტკბილეულის ნაცვლად, მილების გასაწმენდი, ქიმიური ნივთიერება “კროტი” მიიღო. პატარა გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, რომელსაც პირის ღრუს მძიმე დაზიანება აქვს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბებიამ შვილიშვილისთვის კანფეტის ნაცვლად, ეს ნივთიერება სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა. სავარაუდოდ, გამყიდველს შეფუთვა შეეშალა.

“კივილი დაიწყო სიმწრისგან, ესაა მჟავა მილების გასაწმენდად, ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამიდველს. კიდევ კარგი ბავშვმა არ გადაღლაპა ის ნივთიერება. პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ” – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

როგორც მაღაზიაში აღნიშნეს, “ეს ადამიანური შეცდომაა, რომელიც გამყიდველს მოუვიდა”.

ნიუპოსტი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow