“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ხვალ გასამართ ყრილობაზე ჟურნალისტებთან განმარტებებს აკეთებს.

“შინაარსობრივად როგორი იქნება ყრილობა, ამას ხვალ გაიგებთ. ზოგადად, ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ და მგონია, რომ პარტია „ქართული ოცნებისთვის” ეს დამატებითი სტიმული იქნება.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და პარტიის მუშაობაში სიახლეები იქნება.

რაც შეეხება ხვალინდელი ყრილობის ფორმატს, ეს არის სამუშაო რეჟიმი, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე და ამიტომ იქნა შერჩეული ისეთი სივრცეც, რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო შეხვედრა დელეგატებისთვის” – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ყრილობაზე მედიის მუშაობას, კალაძის განმარტებით, ჟურნალისტებისთვის სამუშაოდ გამოიყოფა  სპეციალური ადგილი:

“რაც შეეხება ჟურნალისტებს, მე ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ ტელევიზიით გექნებათ დაკვირვების შესაძლებლობა. ჟურნალისტებისთვის იქნება გამოყოფილი სპეციალური ადგილი, სადაც გექნებათ შესაძლებლობა ინტერვიუების ჩაწერის და ყველანაირი შესაძლებლობა გექნებათ, რომ გქონდეთ კომუნიკაცია ადამიანებთან“ – განმარტა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა ხვალ, 11 მაისს, მთაწმინდის პარკში, „ანდერვილიში“ გაიმართება.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow