მსოფლიოში მოპოვებული ბიტკოინების 7% კომპანია Xapo-ს სერვერებზე ინახება, რომელიც შვეიცარიის მთებში მდებარე სამხედრო ბუნკერშია განთავსებული. კრიპტოვალუტის საერთო ღირებულება 10 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.

“ეს ნიშნავს, რომ 4 წლის განმავლობაში Xapo-ს დეპოზიტებმა გადააჭარბა თანხას, რომელიც აშშ-ის 5670 ბანკის ანგარიშზე ინახება”- წერს გამოცემა.

ბუნკერი წარმოადგენს ე.წ ბიტკოინების ცივ საცავს: იქ კრიპტოვალუტა ოფლაინ რეჟიმში ინახება, რის გამოც მათი მოპარვის შანსი მინიმალურია.

იმისთვის, რომ თავიანთი კუთვნილი ბიტკოინები მიიღონ, კომპანიის კლიენტებს 2-დღიანი ლოდინი უწევთ. ამ პერიოდში ხდება შემოწმება, შემდეგ კი კრიპტოვალუტის გადარიცხვა.

2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow