ამ წუთებში ღამის კლუბ “ბასიანში” სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ და კლუბში მყოფი მოსახლეობა გარეთ გამოიყვანეს.

პოლიციამ ამ წუთებში ღამის კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი დააკავა, თუმცა იმის გამო რომ მისი ტერიტორიიდან გაყვანა ვერ მოხერხდა, იგი ისევ კლუბში შეიყვანეს.

კლუბში მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ პოლიცია ნარკოტიკულ საშუალებებს კრიდა კლუბის ტერიტორიაზე.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow