კახა კალაძის თქმით, შესაბამისი უწყებები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზად არიან.

„ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან ამისთვის. ის, რომ ადამიანებს, გარკვეულ დაჯგუფებებს აქვთ თავიანთი შეხედულებები, ნორმალური პროცესია. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ასე რომ, ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow