ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე თუ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე – თემაზე ტელეკომპანია “პირველის” “დღის ამბებში” საუბრობდნენ. კითხვაზე, საზოგადოების რიგი წევრების გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ 9 აპრილის მემორიალთან ისმის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მოწოდებები, კინომცოდნემ და ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ უპასუხა.

“რუსთაველის გამზირი, ქაშვეთი, 9 აპრილის მემორიალი და მთელი ეს ტერიტორია არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის. ეს ყველას გვეკუთვნის. 9 აპრილს ზუსტად იმ ღამეს არა მაგრამ, იმ დღეებში იქ ვიდექი დედასთან და ჩემს ძმასთან ერთად. ეს არავის საკუთრება არ არის და არ აქვს უფლება მიისაკუთროს. მაშინ, 1989 წლის 9 აპრილსაც არსებობდნენ სექსუალური უმცირესობები და ისინიც იქ იდგნენ – პარლამენტის შენობის წინ. დავამთავროთ სპეკულაციები რომ რაღაც სიწმინდეები არსებობს, რომელიც არის კონკრეტული ჯგუფების. დასრულდეს საუბარი. გაიგონ, რომ ადამიანები არიან სხვადასხვანაირები და ეს ქალაქი ეკუთვნის ყველას!”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow