რამდენიმე თვის წინ, გიო ხუციშვილის შესახებ ცუდი ამბავი გავრცელდა. მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ მას უმძიმესი, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიოსთვის ეს დიაგნოზი მოულოდნელი იყო. ექიმთან ფეხის ტკივილების ჩივილით მივიდა, თუმცა….

ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. ის სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრა და დღემდე გადის მკურნალობას.
გიო ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუსიკოსის რამდენიმე კონცერტი მოულოდნელად ჩაიშალა და ის საკუთარ მსმენელს აღარ შეხვედრია.

ხანგრძლივი ტაიმ-აუტი 29 მაისს დასრულდება, ის ფილარმონიაში კონცერტს გამართავს და საკონცერტო დარბაზის წინ, მისი

ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორი დავით ოქიტაშვილი და საქართველოს კულტურის პალატაა.

„რეიტინგმა“ გიო ხუციშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მას საუბარი არ შეუძლია. ამიტომ კონცერტის შესახებ, ღონისძიების ორგანიზატორი დავით ოქიტაშვილი გვესაუბრა.

– ამ ღონისძიებისთვის მზადება დიდი ხნის წინ დავიწყეთ, თუმცა, გიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აქამდე მისი ჩატარება ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ამის მიუხედავად, ის განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის და უნდა საკუთარ მსმენელს მადლობა გადაუხადოს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow