მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის დაარსების მიზანია, საქართველოში,  აუტიზმის მქონე ბავშვთა და მოზარდთა უფლებების დაცვა, მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, სხვადასხვა პროგრამების შემუშავება და განხორციელება .

ფონდი იწყებს, მსოფლიო სტანდარტების   ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრის, ,,პეგასი“-ს  მშენებლობას , სადაც  აუტიზმისა  და ფსიქიკური პრობლემების  მქონე ბავშვები და მოზარდები გაივლიან აბილიტაციისა და რეაბილიტაციის კურსს, ცენტრი დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური  სპეციალისტებით, რომლებსაც გადაამზადებენ უცხოეთიდან მოწვეული ტრენერები.

ცენტრი უფასოდ მოემსახურება 230 ბენეფიციარს და შესთავაზებს ყველა იმ სერვისს, რომელიც აუცილებელია აუტისტრური სპექტრის მქონე ბავშვების განვითარებისთვის,  მათი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით.

„პეგასის“ მშენებლობას ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, რაც გაგვიადვილებს, ძალიან მოკლე ვადებში შევთავაზოთ ბავშვებს, მათზე მორგებული, მათი უეთესი მომვლისათვის შექმნილი გარემო და სერვისები.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს „პეგასის“ მშენებელი. ამისათვის საჭიროა, შეიძინოთ და სიამაყით ატაროთ ჩვენი სამაჯური. თქვენ დადებთ ერთ აგრურს სიკეთის სახლის მშენებლობაზე და დაგვეხმარებით ცნობადობის გაზრდაში, რადგან რაც მეტი ვიქნებით, მით უფრო მალე მოვახერხებთ ჩვენი ბავშვების გახარებს.

შემოგვიერთდით, ერთად ავაშენოთ „პეგასი“

სამაჯურის საფასური, 10 ლარი, შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი BAGAGE22

ანგარიშის ნომერი GE77BG0000000100848287

შემდეგ, მობრძანდეთ ჩვენს ოფისში, ვირსალაძის 8 ნომერში, მიიღოთ თქვენი სამაჯური და უთხრათ დანარჩენებს: „მე ვაშენებ პეგასს“

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow