ბაია პატარაია გიორგი გაბუნიას სატელევიზიო აღსარებას ეხმაურება:

,,რატო ამართლებინებთ ამ კაცს თავს? ან რატომ აყოლინებთ მის ურთიერთობაზე ქრისტესთან? რა უმსგავსობაა ეს?

მახსოვს 2 წლის წინ რიოში ვიყავი შობას და კორკოვადოზე ფოტო გადავიღე, სადაც ჩემთან ერთად კადრში იესოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკებაც ჩანდა, დავასტატუსე: “ყველაზე მაგარი ბიჭის დაბადების დღეს გილოცავთ” თქო; მაშინაც გადაცემაში გაირჩა ეს სტატუსი – ასე როგორ მოიხსენიაო ქრისტე… როგორ და კარგად! ვიღაცეებისთვის ქრისტე ძალიან, ძალიან ახლობელია, ვიღაცეებს კი არ გვეშინია მისი – არამედ გვიყვარს. ბოლოს და ბოლოს ქრისტიანობა სიყვარულის მქადაგებელი რელიგია და იქნებ სწორედ თქვენ, იესოსგან დაშინებულებმა უნდა გადახედოთ თქვენ რწმენას?! და არა ჩვენ, ვისაც ის ჩვენი მეგობარი გვგონია. დაფიქრდით ამაზე, სანამ დურაკულ-აღშფოთებული კომენტარებით გამოენთებით. ფარისევლობა (და არა შარვალი) სძაგს უფალსა!”

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow