ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას აპირებს.

სარალიძე საგამოძიებო უწყებაში შვილმოკლულ მშობლებთან ერთად შევა. სარალიძესთან ერთად პროკურატურაში შევა სარალიძის უფლებების დამცველი ზვიად კუპრავა. მათ შემსვლელთა სია პროკურატურის კანცელარიაში ჩააბარეს.

მანამდე ზაზა სარალიძემ ირაკლი შოთაძეს შეხვედრაზე უარი უთხრა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშვედ ცნობილია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს ბრალდების და ბრალდებულების ადვოკატებმა.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow