„გულმა ვერ მომითმინა და მივედი აქციაზე. მინდოდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე მივსულიყავი, მენახა ეს შეუპოვარი კაცი, ეგრძნო რომ მარტო არ არის, ეგრძნო რომ ხალხი არ მივატოვებთ, მაგრამ, მაგრამ.. აღმოვჩნდი სულ სხვაგან. აღმოვჩნდი იმ პოლიტიკური პარტიის აქციაზე, ვისაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, აღმოვჩნი მკვლელების გვერდზე და ტრიბუნიდან სისტემის დანგრევაზე მიყვებოდა ადამიანი, ვინც საქართველოში ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია. ზვიად კუპრავა, ვინც მე 26 მაისს მარბევდა და ჩემი მეგობარი ნიკა კვინტრაძე მოკლა და სახურავზე შეაგდო-დენმა დაარტყაო.მე მერე რაც გადამხდა,აღარ ვიძახი. მასწავლიდა როგორ უნდა დამენგრია სისტემა და როგორ უნდა ამერჩია პროკურორად ნიკა გვარამია. სოლიდარობა ზაზა სარალიძეს, მაგრამ ვერ დავდგები ძმაო მე იქ, სადაც მკვლელები გამოდიან სიტყვით. ყველა შვილი ყველას შვილია, შენი შვილიც ჩემი შვილია და ყველა ის შვილებიც ვინც შენს გვერდით მყოფმა ხალხმა ამოხოცა….

ქვეყნის პრემიერი მივიდა მათთან სალაპარაკოდ და ნაციონალი აქტივისტები უყვირიან წადიო. ბესო გაზდელიანი და ზონდერები. ეს ნიშნავს რომ საკითხის გადაწყვეტა მათ არ უნდათ და ატარებენ ნაცების ინტერესებს. ზაზა სარალიძეს აღარ უსმენენ, იმიტომ რომ რეალურად მისი პრობლემა ფეხებზე ჰკიდიათ. კურდღელი მიშა ოდესმე მისულა აქციაზე ან რომელიმე მისი “შნირი”?არა,დარბევის მერე კი ბატონო,სისხლის გუბეებით სტკბებოდნენ გიენებივით.უკაცრავად და მ@@ნერი უდუღთ და სისიხლი ჰგონიათო-ამათზეა ნაქვამი.“

წერს:რეზო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow