გერმანიის ქალაქ დრეზდენში, მიგრანტთა თავშესაფარში ჩხუბის დროს ოთხი ქართველი დაშავდა. 1tv-ს ცნობით, საქართველოს 47 წლის მოქალაქე სერიოზულად არის დაჭრილი, მისმა სამმა თანამემამულემ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი ღამით დააკავა 15 ადამიანი, მათ შორის ქართველები. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამოძიება დაწყებულია ორი ლიბიელისა და და ერთი 29 წლის ქართველის წინააღმდეგ, მათ ბრალად ედებათ წესრიგის დარღვევა და სხეულის მძიმე დაზინებებების მიყენება.

გავრცელებული ცნობით, ჩხუბში 60-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 30 ქართველი.

როგორც გამოცემა Dresdner Neueste Nachrichten-ი წერს, ბოლო ინციდენტი გასულ კვირას დრეზდენის მიგრანტთა თავშესაფარში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, რა დროსაც პოლიციამ ოთხი ქართველი დააკავა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow