8 – ე სკოლის მოსწავლემ შალვა კუჭავიშვილმა, „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის მხრიდან ტელეფონში მუქარის შემცველი აუდიო მასალა მას შემდეგ მიიღო, რაც ის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციებს გამოეყო. კუჭაშვილმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დავით ხარშილაძე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებით იმუქრება.
შალვა კუჭაშვილმა განაცხადა, რომ მან მიმართა სახალხო დამცველს, ბავშვთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული საქმით მხოლოდ შსს დაინტერსდა.

შალვა კუჭაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ხმოვანი შეტყობინებები მოასმენინა, სადაც დავით ხარშილაძე მის მიმართ უცენზურო და აგრესიული მიმართვებით, მათ შორის მუქარის შემცველი ტექსტებით გამოირჩევა.

„როცა პარლამენტთან მიმდინარე აქციას გავემიჯნე, რომელმაც პოლიტიკურის სახე მიიღო და რევოლუციური სცენარის გზით ვითარდებოდა, ელისო კილაძემ საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა ჩემზე პოსტები, მიწოდა ქოცბიჭუნა, „სუსი“-ს აგენტი, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გადაღებული ჩემი ფოტო ატვირთა. ბატონი შალვა ჩემი უფროსი მეგობარია, ის ძალიან მიყვარს. როდესაც გულზე მკურნალობა მესაჭიროებოდა, მან დიდი დახმარება გამიწია, ამას არასდროს დავივიწყებ… ამ ყველაფერს ჩემი მხრიდან მოჰყვა რეაქცია, მაგრამ ეს არ იყო შეურაცხმყოფელი ელისო კილაძის მისამართით, უბრალოდ „ფეისბუქზე“ დავწერე, რომ ელისო კილაძემ ვინმესთან ურთიერთობა რატომ უნდა გადამიწყვიტოს-მეთქი. ამის შემდეგ მისმა შვილმა, დავით ხარშილაძემ გამომიგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებები, სადაც ამბობს, რომ სადაც მნახავს არ დამინდობს, რომ მისი მეგობრები მეძებენ ანგარიშის გასასწორებლად, მეუბნება, რომ ბოდიში უნდა მოვიხადო. საკმაოდ უცენზურო ფორმით, უხამსი გამონათქვამებით, გინებით, მემუქრება. ასევე მიწოდა სუს-ის უფროსის მოადგილის, აგენტი, მიყვიროდა, რომ თუ ამ ჩანაწერს მასთან მივიტან, ორივეს გადაგვახევს თავზე. ამ ყველაფრით ნათლად ჩანს ელისო კილაძის ოჯახის სახე, რადგან იცით, რომ მე არასრულწლოვანი ვარ, მაგრამ ეს დავით ხარშილაძეს არაფრად მიაჩნია.

ამასთან, თავად ელისო კილაძე ავრცელებს ჩემი მისამართით „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციას. მის პოსტებზე დავით ხარშილაძე უკომენტარებს, რომ თითქოსდა ჩემი ორიენტაცია საეჭვოა და აქვს ჩემზე კონკრეტული ვიდეომასალა. არ ვიცი რაზეა საუბარი, მაგრამ როდესაც ადამიანი ლიბერალიზმზე საუბრობს და შემდეგ ასეთ განცხადებებს აკეთებს არასრულწლოვანთან დაკავშირებით, ამით გასაგები ხდება ყველაფერი…

გამოძიება დაწყებულია, ორჯერ ვიყავი დაკითხვაზე, შეამოწმეს ჩემი პირადი მობილური ტელეფონი, შსს-ს გადავეცი ჩანაწერები, დათო ხარშილაძეც გამოკითხეს, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემზე ანგარიშსწორების საფრთხემ არ გადაიარა და დაცული არ ვარ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ველი საფრთხეს ელისო კილაძის შვილისგან და მისი გარემოცვისგან.

ასევე მივმართე სახალხო დამცველს, ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი ვინც ამ შემთხვევაში საქმეს წარმართავს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტია მაინც არ მაქვს.

მე არ ვაპირებ გაჩერებას. აუცილებლად ვივლი ვაკის პარკში გამართულ აქციებზე და  აბსოლუტურად სუფთა ხელებით სწორ პოზიციას გამოვხატავ!“, – განაცხადა შალვა კუჭაშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow