მირზა სუბელიანმა 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა.
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობდა.

სუბელიანს დაკითხვის შემდეგ არ უსაუბრია რა კითხვები ჰქონდათ მასთან სამართალდამცველებს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა აცხადებს, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი და დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მირზა სუბელიანი დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს, პირველად ყოფილი მაღალჩინოსანი უწყებაში 1 ივნისს იყო მისული. როგორც მან უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. რატომ დაიბარეს ის შსს-ში განმეორებით უცნობია

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow