გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. მიკროავტობუსი, რომლითაც ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდათ, ხევში გადავარდა.

როგორც ინფო7-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ხოლო სამი სრულწლოვანი ქალია.

10-ზე მეტი დაშავებული კი თელავის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისსმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

comments