გომბორის გზაზე მიკროავტობუსი გზიდან ხევში გადავარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 21 მგზავრი, მათ შორის 12 ბავშვია. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მძღოლი შინაგან საქმეთ სამინისტროში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებულებს მოსანახულებლად უკვე გაემგზავრა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად.

ექსპერ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow