„მძღოლი თბილისიდან სწრაფად მოძრაობდა. მშობლებმა მას რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა, რომ ნელა ევლო, მაგრამ არ გაითვალისწინა. მოსახვევში რამდენჯერმე სცადა დამუხრუჭება და რომ მიხვდა, ვეღარ ამუხრუჭებდა, იყვირა, ვაიმე, ვაიმე, მგონი ვიღუპებითო. ყველანი ავყვირდით. სამი ბრუნი გავაკეთეთ, ფანჯრიდან გადმოვცვივდით. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს“, – ყვება გომბორის გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე ბავშვი.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow