ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სინგაპურში ჩავიდა. რამდენიმე წუთის წინ კიმ ჩენ ინის კორტეჟი დააფიქსირეს. ამის შესახებ BBC წერს

კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს, კუნძულოვან კურორტ სენტოსაზე შედგება.

აღსანიშნავია, რომ ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი აუდიენცია იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სინგაპურში მოგვიანებით, დღესვე ჩავა.

ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებისას კორიეს ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხზე წარმატებას მიაღწევს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით სინგაპურში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. მოლპარაკებებს სინგაპურში ათასობით ჟურნალისტი გააშუქებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური კავშირი 1948 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow