თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გააკეთა.

„დაკავებულია ორი პიროვნება, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში აქციის მონაწილეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციელები შეეცადნენ მის გამოყვანას. აქციის მონაწილეებიც აყენებდნენ მას შეურაცხყოფას. ორი ადამიანის დაკავება მოხდა ჩვენს მიერ, ორივე გადაყვანილია საპატრულო პოლიციის შენობაში”, განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ, რომლის თქმითაც, დაკავება მოხდა 173-ე და 166-ე ადმინისტრაციული წესით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow