პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ის რასაც ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის წინ აკეთებს პროვოკაციაა. ამასთან, ბესელია დასძენს, რომ  ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება. მის კომენტარს 1tv ავრცელებს.

ბესელია განმარტებას აკეთებს იმ შემთხვევაზე, თუ როდის შეიძლება აქციის დროს საავტომობილო გზის გადაკეტვა.

„სხვა შემთხვევაში, ხელოვნურად შეფერხება პროპორციული არ არის და ასეთ დროს შეიძლება ასეთი მოქმედება შეიზღუდოს. ის მოქმედება ძალიან კორექტულად განხორციელდა, რაც პოლიციამ გააკეთა. ყველა კანონიერი მოქმედების განხორციელება კანონის სრული დაცვით მაქსიმალურად სწორად უნდა მოხდეს. ერთი მხრივ, კონსტიტუციური უფლებაა, აზრი გამოხატონ, სადაც უნდათ და როგორც უნდათ, მაგრამ ამას მეორე ნაწილი მოსდევს, რომ ეს სხვა პროცედურებისა და ნორმების დამრღვევი არ უნდა იყოს. შვილმკვდარი მშობლის ტრაგედია და ემოცია განსხვავებულია და მის მიმართ ჩვენი თანაგრძნობისა და თანადგომის ხარისხი სხვაა, მაგრამ როცა ვუყურებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რას აკეთებენ, ეს პირდაპირ პროვოკაცია და ობსტრუქციაა“, – განაცხადა ბესელიამ.

პოლიცია პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს იღებს, რომლებიც მანამდე გზის სავალ ნაწილზე იყო განთავსებული. ამასთან, პარლამენტის წინ მცირე დაპირისპირებისას, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს.

როგორც დღისით ზაზა სარალიძემ თქვა, აქცია 18:00 საათზე განახლდება თუმცა შეიცვლება თუ არა ეს დრო ბოლო საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჯერ უცნობია.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow