“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარვები კანონმდებლობის შესაბამისად არ განათავსეს.

„ჩვენს კანონმდებლობას თუ შევხედავთ, გზის გადასაკეტად აუცილებელია ხალხის საკმარისი რაოდენობა. ამ შემთხვევაში კარვების განთავსება მოხდა კანონის შეუსაბამოდ. თუმცა ხელისუფლების გადასაწყვეტია – მისცემს თუ არა პიროვნებას პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის საშუალებას”, – თქვა ეკა გიგაურმა.

 

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირის გადაკეტვასთან დაკავშირებით აცხადებს,რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

პოლიციამ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღო, რომლებიც მანამდე გზის სავალ ნაწილზე იყო განთავსებული. ამასთან, პარლამენტის წინ მცირე დაპირისპირებისას, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს.

როგორც დღისით ზაზა სარალიძემ თქვა, აქცია 18:00 საათზე განახლდება თუმცა შეიცვლება თუ არა ეს დრო ბოლო საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჯერ უცნობია.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow