ის რომ ნაციონალები რაღაც სამართლიანს მოითხოვენ არ ნიშანვს იმას, რომ მე უსამართლობა მოვითხოვე, – ამის შესახებ “დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში “თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად” განაცხადა.

“მე ვამბობ იმას, რაც სწორად მიმაჩნია. თუ ეს მოთხოვნა ემთხვევა ვინმეს მოთხოვნას და მათ შორის, ნაციონალების მოთხოვნასაც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარალიძის და მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელების გამოძიებას არ მოვითხოვ. უფრო სწორი იქნებოდა,  რომ ეს პროცესი წარმართული ყოფილიყო არა რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის ჭრილში, არამედ უფრო სხვა მიმართულებით” – განაცხადა ბუჯანაძემ და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების აწყობს, რომ ეს პროცესი მონათლოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნად. მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა, რადგან ეს არის რეალურად ყველა პოლიტიკური პარტიის მოთხოვნა.

“ის რომ ახლა ნაციონალები ჩანან, შეიძლება თითოეული ჩვენგანის ბრალიც იყოს. ყველა პოლიტიკური პარტია მივსულიყავით აციაზე, მაშინ შეიძლება ნაციონალების აქტივობა საერთოდაც არ გამოჩენილიყო. ასე რომ, ამ პროცესს პოლიტიკური თვალსაზრისით კორექტირება სჭირდება”- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow