თბილისში ძლიერი წვიმის გამო, ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში – დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი“, აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow