თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2015 წლის 13-14 ივნისს, დედაქალაქში მომხდარი სტიქია გაიხსენა და ახალგაზრდებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და მოწესრიგება შესაძლებელია, თუმცა აღნიშნულ ტრაგედიას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

„დღეს 13 ივნისია და არ გვაქვს უფლება, არ გავიხსენოთ ის, რაც სამი წლის წინ ვერეს ხეობაში მოხდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ის დღეები, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ. შესაძლებელია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, შესაძლებელია, რომ რაც დაინგრა აღდგეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მსგავს ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ახალგაზრდებს მიმართა და უსურვა, რომ ერთობა, რომელიც მათ 13-14 ივნისის სტიქიის დროს აჩვენეს, არასდროს დაეკარგოთ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow