მზიურში, 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხურის გაქურდვასთან დაკავშირებით, შსს-მ ფაქტის მოკვლევა დაიწყო.

“მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება არ სემოსულა, ფაქტის მოკვლევა უკვე დაიიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ”, – განუცხადეს “პრაიმტაიმს” უწყებაში.

მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც წერს, რომ ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ-მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდდა, ახალი “მზიურის” ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხური 1 აპრილს გაუხსნეს.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow