ციხის ბუნტის დარბევისას მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია და ახალაია სათათბიროდ იყვნენ ბაჩოს კაბინეტთან, მოსასვენებელ ოთახში. გამოდიან იქიდან და იწყება სროლა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ TV pirveli-ს ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა.

მისი ცნობით, ყველაფრის თავი გიგა ბოკერია იყო, ბაჩო ახალაია კი უბრალოდ შემსრულებელი იყო.

„ტელეფონს მე არასდროს არ ვრთავდი, ვინაიდან პატიმრები და მათი ახლობლები ყოველ წამს მირეკავდნენ. ციხის ბუნტის ღამეს მირეკავს ერთ-ერთი მსჯავრდებული და მეუბნება: „ქალბატონო ელენე ციხე ავიღეთ, მაგრამ შემოყვანილია ჯარი, გთხოვთ დაგვეხმაროთ, ჩვენ მზად ვართ უკან შევიდეთ კამერებში“.
რა თქმა უნდა მაშინვე წავედი, სადაც ჩემი შვილი გამომყვა. იქ ირგვლივ სპეცრაზმი იყო. ადგილზე იყვნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ციხის დირექტორსაც ვერ ვხედავდი და ვერც ბაჩო ახალიას. საერთოდ ბაჩო ახალაია იქ უბრალო მარიონეტი იყო, სადაც გააგზავნიდნენ იქ იყო. ყველაფრის თავი ბოკერია იყო.

ვანოს ვთხოვე, რომ შემიშვი ციხეში და პატიმრებს კამერებში დავაბრუნებ-მეთქი. ვანო დამთანხმდა. ამ დროს მოდის სოზარ სუბარიც, მაშინდელი სახალხო დამცველი. შევდივართ მე, სოზარი და ჩემი შვილი. ამ დროს შემოდის ვიღაც ნიღბიანი და მეუბნება, რომ გადაიფიქრესო. იმიტომ, რომ შეიძლება თქვენ მძევლად აგიყვანონო. ამის შემდეგ ეზოში შემიშვეს, ჩამსვეს მანქანაში, მომცეს მეგაფონი და იქიდან ვეძახდი. მაგრამ ისე ყვიროდნენ, რომ ალბათ ჩემი ხმა არც გაუგიათ.

გამოვდივარ ამის მერე, ვანოს ვეხვეწები, რომ ოღონდ არ ისროლოთ. რაზეც მან პირობა მომცა, რომ არ ისროდნენ. შევედით ბაჩო ახალაიას კაბინეტში მე, ჩემი შვილი, და მერაბიშვილი. ადეიშვილი სპეცრაზმთან დარჩა. ამ დროს შემოდის გიგა ბოკერია ახალაიასთან ერთად. იყო კაბინეტი და დასასვენებელი ოთახი, შედიან იქ. მე და ჩემი შვილი ვრჩებით კაბინეტში. იქ მიდის ლაპარაკი. გამორბიან იქიდან ვანო, ბაჩო და ბოკერია და იწყება სროლა. მე არ გამიგია რა იყო იქ, მაგრამ იქ იყო ის, რაც იყო. გიგა ბოკერია დაკითხეს? მე რამდენადაც ვიცი – არა“, – განაცხადა ელენე თევდორაძემ, რომელიც დასძენს, რომ ამ თემაზე პროკურატურას ჩვენება მან უკვე მისცა

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow