როგორც info 7-ის მედია ჯგუფისთვის გახდა ცნობილი, ქალაქ რუსთავში მყოფ ორ რესტორანში: „ხინკლაურასა“ და „ლაზიკაში“ ერთდროულად იგეგმება განსხვავებული ფოტო-სესიის მოწყობა.

ამისთვის კი სასომხეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა ერთ-ერთი სერიალის ულამაზესი მსახიობი ქალი – ალა არუშანიანი, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ძალიან მოეწონა საქართველო და რადგან თავად არის პროფესიონალი მოდელი, სურვილი გაუჩნდა სამშობლოში დაბრუნებამდე ჩვენთან მოეწყო ინდივიდუალური ფოტოსესია. რესტორნებიდან კი შეარჩია ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რესტორანი: ლაზიკა და ხინკლაურა, სადაც ახლო მომავალში განახორციელებს საკუთარ ჩანაფიქრს. ჩვენ კითხვაზე, თუ რატომ შეარჩია მხოლოდ ეს ორი რესტორანი, განგვიცხადა, რომ მას განსაკუთრებით მოეწონა რესტორანი ლაზიკა სამეფო გარემოთი, ხოლო როდესაც დაათვალიერა რესტორანი ხინკლაურა, რომელიც მდებარეობს ბუნებაში და სადაც ადამიანს უჩნდება დასვენებისა და განტვირთვის სურვილი გადაწყვიტა აბსოლუტურად განსხვავებული ფოტო-გადაღების მოწყობა. თუმცა როდესაც დავინტერესდით და ვთხოვეთ ალას განემარტა ჩვენთვის, თუ რას გულისხმობდა რადიკალურად განსხვავებულ ფოტოსესიაში, გვითხრა, რომ ეს მისი საიდუმლო იყო და ყველაფერს შევიტყობდით ფოტოსესიის დროს.

საინტერესოა რა სიურპრიზებს გვიმზადებს ულამაზესი და სექსუალური მსახიობი ქალბატონი ფოტოსესიის დროს, თუმცა ის კი ნამდვილად ვიცით, რომ ალა, როგორც თავად ამას გვპირდება იქნება ზედმეტად დამაინტრიგებელი სუპერ-შოუ-სესია.

ალამ საუბრის ბოლოს ისიც განგვიცხადა, რომ ამავე დრ

ოს მუშაობს არმენია ტივიში, არის მოქმედი მსახიობი და ასევე პროფესიონალი მოდელი და თუ საქართველოში ექნება ფილმში გადაღების შეთავაზება, არ გამორიცხავს, რომ ამ ამბით დაინტერესდეს კიდეც.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow