ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერლაურმა მდივანმა კახა კალაძემ “ქრონიკასთან” განაცხადა.

“დღეს ჩვენ გვჭირდება სულ სხვა ტემპი, აუცილებელია რეფორმები განხორციელდეს და რაც მთავარია, აღქმა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ჩვენი ხელისუფლები მიმართ( არ მინდა გამოვყო კონკრეტული ადამიანები) მთლიანი ჩვენი გუნდის მიმართ არ არის დამაკმაყოფილებელი იმასთან მიმართებაში რაც კეთდება, რა თანხებიც იხარჯება, რა პროექტებიც ხორციელდება.

მე მგონია, რომ არავითარ შემთხვევაშა არ გვჭირდება კაბინეტებში ჩაკეტილი მინისტრები. პირიქით, უფრო გახსნილები უნდა ვიყოთ, ღია, მეტი კომუნიკაცია საზოგდოებასთან და არ უნდა მოგვერიდოს იმაზე საუბარი რასაც ვაკეთებთ

ჟურნალისტი:  ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მმართველ გუნდს პიარის ნაკლებობა აქვს?

კახა კალაძე: რას ნიშნავს პიარი?! პიარი შენ ვერაფერს გაგიკეთებს მინისტრს ან ზოგადად მინისტრთა კანიბეტს, თუ შენ არ ხარ ლოკომოტოვი, თუ შენ არ იაქტიურე.

პიარმა რა უნდა გააკეთოს? შენ უნდა იყო მთავარი მამოძრავებელი, შენ უნდა იყო ლოკომოტივი, შენ უნდა შექმნა დღის წესრიგი, წარმოადგინო ის საქმეები რომელსაც კონკრეტულად შენი სამინისტრო აკეთებს. ასევე, არ უნდა მოგერიდოს იმ პრობლემებზე და გასაჭირზე საუბარი, რომელიც საზოგადოებაშია, უნდა დაანახო მოსახლეობას, საზოგადოებას ამ პრობლემის გადაჭრის გზები. თუ როგორ უყურებ შენ, რა პროექტების განხორციელებას გეგმავ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ipress.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow