20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი, ნაირა ოტიაშვილი ირწმუნება, რომ გოგონა, მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არააა მოკლული. – წერს „ნიუპოსტი“

მისივე თქმით, საქმეში მკვლელობის იარაღად მხოლოდ ერთი დანა არ უნდა ფიგურირებდეს.

“არის რამდენიმე იარაღი გამოყენებული გოგონას მკვლელობაში, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი და ლადო გრიგალაშვილის მიერ არაა ჩადენილი. ამოღებული დანა მკვლელობაში არაა გამოყენებული და შესაბამისად გამოძიებამ სხვა იარაღი უნდა ეძებოს.

დანის ზომები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს. თავად ბრალდების მხარის მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ყველაზე ღრმა ჭრილიბა გოგონას სხეულზე მიყენებულია იმ სახის დანით, რომლის პირის ზომა არის 2.2 სმ. ნკვთმტკიცებად ამოღებული დანის პირის ზომა 3 სმ. აქედან გამომდინარე 3 სმ. დანით 2.2 სმ. ჭრილობებს ვერ მიაყენებ.

საქმე გამოუძიებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდების მხარე არ დანიშნავდა კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას”, – აცხადებს ოტიაშვილი.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow