ამ წუთებში, სვანაძის ქუჩაზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე საათის წინ ძაღლების თავშესაფრის ყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც 13 ივნისს დაიტბორა, კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ფეხები და ხელები არ აქვს და სავარაუდოდ, დიდი ხნის გარდაცვლილია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცხედრის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ქანების გამო სასაფლაოს მიწის ჩამოშლა მოხდა. ასევე ამბობენ, რომ ტერიტორია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ეპიცენტრია და არაა გამორიცხული სტიქიისას გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყოს.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი, ბექა ბუთურიშვილს და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow