ახალგაზრდული ორგანიზაცია „თაობა 21 საქართველო“ ს ინიციატივით 30 ივნისს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმართება ღონისძიება ,,ერთი დროშის ქვეშ. “ რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლინობის პრობლემის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და ამ პრობლემისადმი ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება. ღონისძიება მიეძღვნება დაკარგულ ტერიტორიებს, ბრძოლაში დაღუპულ ადამიანებს, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით როგორც საკუთარი ცალკეული კუთხეების განვითარებაში, ასევე საქართველოს წინსვლაში , სხვადასხვა სფეროსა თუ საქმიანობაში. ღონისძიება წარმოდგენილი იქნება მინი სპექტაკლის სახით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ახალგაზრდული დასის მსახიობები, ასავე ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow