აჭარის ოპოზიცია აჭარის მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებებს აკეთებს. ოპოზიციის წევრები ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით პატარიძე კვირიკაშვილის კადრი იყო და ხელისუფლებიდან ექსპრემიერის თანაგუნდელებისგან გაშვების პროცესი დაიწყო.

„კვირიკაშვილის კლანი ახალი კლანით ჩანაცვლდა. ივანიშვილმა გაუშვა კვირიკაშვილი, ახლა მიადგა და მის კადრებსაც ხსნის თანამდებობიდან,“- განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.

მედიის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის გადადგომას წინ უძღოდა ზურაბ პატარაძისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბათუმში.

„რეგიონის ლიდერები პირდაპირ დამოკიდებულებაში არიან ივანიშვილის ხელისუფლებასა და ივანიშვილზე და არა მოსახლეობის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და არა უმაღლესი საბჭოს წინაშე. ეს ასე თუ გაგრძელდა, მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება,“- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, პეტრე ზამბახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ პატარიძის გუნდი თანამდებობას დღის მეორე ნახევარში დატოვებს. ბრიფინგი სამ საათზეა დანიშნული. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურად საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის დირექტორი, თორნიკე რიჟვაძე სახელდება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow