პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის დეტალები უცნობია. ინციდენტის შესახებ საუბარი უჭირთ გოგოჭურის ოჯახის წევრებსაც.

მინდია გოგოჭურის დედა, მარინა გოგოჭური ამბობს, რომ შვილის დაჭრის შესახებ დილით ახლობლისგან გაიგო, რომლმაც, სავარაუდოდ, მინდია გოგოჭური სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მისი თქმით, გუშინ მისი შვილი პირადი საქმეების მოსაგვარებლად იყო გასული და გვიან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

მარინა გოგოჭური შვილის განცხადებას, რომ დაჭრა საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა, გამორიცხავს. გოგოჭურის თქმით, მას ჯერჯერობით შვილი არ უნახავს.

შსს-ს ინფორმაციით, პირველადი გამოკითხვის დროს, დაზარალებულმა თქვა, რომ შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. თუმცა, მეზობლების თქმით, სროლის ხმა არ გაუგიათ და არ აქვთ ინფორმაცია რაიმე სახის დაპირისპირების შესახებ.

მინდია გოგოჭური ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მას ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული და მას გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობა სტაბილურია, მას ოთხი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს.

ექიმის განცხადებით, გოგოჭურის გამოკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. სამართალდამცველებს, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყ

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow