საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად შალვა თადუმაძის კანდიდატურა წარუდგინა. მას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა. მის კონკურენტს ნინო გოგნიაშვილს არც ერთმა წევრმა არ მისცა ხმა, ხოლო “ევროპული საქართველოს” წარდგენილმა შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

საპროკურორო საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროცედურის თანახმად, შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჯერ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პარლამენტმა. შალვა თადუმაძე წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ჯერ საპარლამენტო მდივანი, შემდეგ კი თავად ადმინისტრაციიის უფროსი იყო. 2011, 2012 წლებში თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირად ადვოკატად მუშაობდა

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow