ზესტაფონში, მიუსაფარი ძაღლი წამებით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალურ ქსელში” ზვიად ზალიკიანი წერს. მისი თქმით, ძაღლს მეზობლები ხშირად სცემდნენ.

“ზესტაფონში ერთი მიუსაფარი ძაღლი გვყავდა, რომელსაც საკვებს ვყიდულობდი და ვპატრონობდი. ჩემი არყოფნის დროს, ოჯახის წევრები უვლიდნენ. აღნიშნული მეზობლებს არ მოსწონდათ, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვიკამათია. პატრულში დარეკეს და ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში წაიყვანეს. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა, დავიბრუნეთ როკი. ამის შემდეგ არაერთხელ სცემეს, ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვქონდა და ვერაფერს ვაკეთებდით. ჩემს დას ნანახი აქვს, პატრულთან ერთად,მერიის თანამშრომელმა ძაღლის ცემა დააპირა ამ დიდი გარჩევის მერე, მაგრამ პატრულს არც შეუმჩნევია. ვინც ცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა არავისთვის უკბენია. დღეს ბებიამ მითხრა, როკი მოკლესო. ვიღაცა არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია. პატრული ჩემებს ეუბნება, ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო. რა თქმა უნდა, 112-შო დავრეკე და ამათ მითხრეს გზაშია ეკიპაჟიო, როცა უკვე პატრული იქ იყო და ჩემებს ეჩხუბებოდა და აქეთ ადანაშაულებდა. კიდევ დავრეკე და ვუთხარი 112-ს, თქვენ ვინ გეუბნებათ, რომ გზაში არიანთქო. ჩვენთან მხოლოდ გასვლა ფიქსირდებაო. მეთქი, უკვე იქ არიან და თქვენ არ გეუბნებიან-თქო. გენ.ინსპექციას გადავცემთო”,-წერს ზალიკიანი.
http://imereti.news

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow