არნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავში სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბავშვი არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის სარწყავ არხში, რომელშიც წვიმის შედეგად წყლის დონე მომატებული იყო, უკვე გარდაცვლილი ნახეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

comments