გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში განთავსებული 25 შახტი დაილუქება, – ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შახტები არ გაიხსნება მანამ, ვიდრე მიმდინარე გამოძიება არ დასრულდება.

ამირანაშვილის თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იმყოფება საქნახშირის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი.

„ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გადაყვანილია პოლიციაში დაკითხვაზე. დღესვე ტყიბულში არსებული ყველა შახტა დაილუქება გამოძიების დასრულებამდე და ასეთი არის სულ 25 შახტი,“- აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

ტყიბულის შახტში დღეს დილით მომხდარი აფეთქების დროს 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow