17 ივლისს ათმა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა და ეს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გახლავთ. სიტყვით გამოსვლისას პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ არასოდეს დაუჭერს მხარს რუსული ორიენტირის კანდიდატს.

გთავაზობთ ოპოზიციური პარტიების საერთო საპრეზიდენტო კნდიდატის ბიოგრაფიას:

გრიგოლ ვაშაძე დაიბადა თბილისში, ნოდარ ვაშაძისა და ელენე ბაქრაძის ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1981 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: “Georgia Arts Management” და “Gregory Vashadze and BR”. 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს, 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნით. 2008 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც იმ დრომდე ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობდა, რუსეთის ფედერაციას მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით 2009 წელს მიმართა.

საერთო ჯამში, გრიგოლ ვაშაძე რუსეთში 30 წლის მანძილზე იცხოვრა. 2008 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მან განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით მიენიჭა.

“რუსეთის მოქალაქეობა და ზოგადად რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილია და არ აქვს მნიშვნელობა, ჯიბეში რუსეთის პასპორტი მედება თუ არა. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს, როგორც საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად ჩავალ მოსკოვში. პასპორტი კი იმიტომ დავთმე, რომ ავიტანდი ყველაფერს გარდა იმისა, სახელმწიფო დუმაში მოლაპარაკე თავები ჩემთვის პასპორტის ჩამორთმევას რომ მოითხოვდნენ. დიახ, რომ არა ამ საკითხის განხილვა დუმაში, მე მას დავიტოვებდი, და სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე არავის აზრი არ მაინტერესებს. ზოგადად იმაზე, რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, არავის აზრი არ მაინტერესებს”, – განაცხადა ვაშაძემ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow