ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა “ტვპირვეის” თოქშოუში “რეაქცია” პატრიარქთან დაკავშირებით, სკანდალური განცხადება გააკეთა.

როგორც მეუფე გრიგოლმა განაცხადა, პატრიარქს, მოსაყდრის დანიშნვის შემდეგ, გადადგომა შესთავაზეს.

“მთელი რიგი პროცესები განვითარდა, იგივე დაწყებული გიორგი მამალაძიდან. იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო. იყო ასეთი შეთავაზება, მაგრამ დიდება და მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქი ამაზე არ წავიდა. პატრიარქი ვიდრე არის ამ ქვეყანაზე, ის უნდა იყოს საჭესთან, ვიდრე მას სძალუძს ეკლესიის მართვა. არავითარი საუბარიც კი არ შეიძლება ამაზე, მე ვფიქრობ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, ვინ იყვნენ პირები, ვინც პატრიარქს გადადგომა შესთავაზეს, მეუფემ აღნიშნა, რომ ეს სასულიერო პირები არ ყოფილან.

“თქვენო უწმინდესობა, თქვენ დაიღალეთ და ჩვენ ყველაფერს მივხედავთ”, – ასე მიმართეს მეუფე გრიგოლის თქმით, ამ ადამიანებმა პატრიარქს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow