პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცახდებით, შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან და მათ ადგილს, უახლოეს დღეებში, ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დაიკავებენ.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან პრემიერის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება რეგიონალური მართვის მიმართულება, რომელსაც დევნილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

“რაც შეეხება ცვლილებებს, მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი, უხელმძღვანელებს რეგიონალური მართვის მიმართულებას. ეს გახლავთ სიხლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალური პოლიტიკის მიმართულებით. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ დღემდე არსებული რეგიონალური მმართველობის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და ზოგადად, რეგიონალურ მმართველობაში. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, იმისთის, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდიანარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რომ ჩვენ გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეეფექტურად და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება.

აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონულ მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორები და ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს”, – განაცხადა ბახტაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow