ამ ეტაპზე სვანეთში სიტუაცია ჩაწყნარდა და ხეობიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაყვანილია. ამის შესახებ ინფორმაციას „რეზონანსთან” ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს. სოფელ ჭუბერის და ხაიშის მოსახლეობასთან მოლაპარაკება სამხარეო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ დიასამიძემ აწარმოა.

მოლაპარაკების შედეგად, მოსახლეობასთან დიასამიძე შეთანხმდა, რომ ის სპეცრაზმს გაიყვანდა და მათთაც პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ უნდა გაეწია. სოფელი სპეცრაზმა დატოვა და ადგილობრივებიც დაწყნარდნენ.

სოფელ ჭუბერის მცხოვრები გარი ჩხვიშიანი ამბობს, რომ პრემიერი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. მისი აზრით, მოსახლეობის წინააღმდეგ ასეთი სადამსჯელო რაზმის გამოყვანა დაუშვებელია. ადგილობრივი ფიქრობს, რომ სიტუაციის ჯერ შესწავლა უნდა მომხდარიყო. მისი აზრით, დაუშვებელი იყო ამხელა ძალის საკუთარი მოსახლეობსი წინააღმდეგ გამოყვანა.

„როდესაც ადამიანი მშიერი და დაუსაქმებელია, როგორ ფიქრობთ რას იზამს? მე მინდა ამ ახალგაზრდა პრემიერს მივმართო, მისი ასაკის ბიჭებმა სვანეთში რომ არ იციან შვილს რა აჭამონ რა ქნან? მოდი ჯერ ამაზე ვიზრუნოთ. სამხარეო პოლიციის უფროსის დიასამიძის დახმარებით მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ სისხლის ღვრას ავცდით. ამ კაცმა სინდისიერად აიღო თავზე პასუხისმგებლობა და მისი დამსახურებაა, რომ დღეს ქართველებმა ერთმანეთი არ დავჩეხეთ. ცოტა ჭკუის დატანება სჯობს და ასეთი რადიკალური ზომები საჭირო არაა”,-აცხადებს „რეზონანსთან” ადგილობრივი.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მოტივით სვანეთში სოფელ ხაიშისა და ჭუბერის თემებში 1000-1200 პოლიციელი იყო შეყვანილი. სვანეთში სიტუაცია უკიდურესად დაძაბული რამდენიმე საათის განმავლობაში იყო და მოსახლეობა სოფლებში შესულ სპეცრაზმელებს გადაადგილების და დაყადაღებული ხე-ტყის მასალის გატანის საშუალებას არ აძლევდნენ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow